„მთავარი მიზანი იყო ამ საქმის პოლიტიზირება და როგორც გირგვლიანის და ბუტას ამბავს გადაყვა სააკაშვილის ხელისუფლება, ეგონათ, რომ აქაც ასეთი რამ მოხდებოდა, თუმცა აბსოლუტურად სხვადასხვაა გირგვლიანის და ამ ბავშვის უბედურება – იქ იყო უშუალოდ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ წამებით მოკლული ახალგაზრდა და აქ კი, დაუნდობელი, ახალგაზრდა ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაული“, – ამის შესახებ ია მეტრეველმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
„დიდი ხანია, ვითმენთ, მაგრამ გადავწყვიტეთ, იმ განადგურებულმა ოჯახებმა, რომელთაც საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ეს ტრაგედია, ოღონდ – ნაციონალურ-კრიმინალური მთავრობის დროს, თავად ამ მთავრობამ დაგვიხოცა შვილები, განსხვავებით ამ უბედური შემთხვევისგან, რაც ახლა მოხდა – სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოგვეხატა აღშფოთება და მართლაც გაუსაძლისი იყო უკვე, ვეღარ ვითმენდით – გვსურდა, ამ განადგურებული ოჯახისთვის თანადგომა გამოგვეცხადებინა – დედა, რომელიც იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ კომენტარი გააკეთა და შველას ითხოვს საზოგადოებისგან.
დაანებონ თავი და აგლოვონ თავისი შვილი – ყველა საზღვარს სცდება ეს ყველაფერი, რომელსაც გვარამიას ტელევიზია აკეთებს, ასევე – სხვა ტელევიზიებმაც არ დააკლეს, აბსოლუტურად გასცდა სიმართლეს მათი ეს სხვადასხვა ვერსიის გამოცხადება და ბოლოს პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, ჯერ ბიძის მიმართ და შემდეგ არც ოჯახს დააკლეს.
მთავარი მიზანი იყო ამ საქმის პოლიტიზირება და როგორც გირგვლიანის და ბუტას ამბავს გადაყვა სააკაშვილის ხელისუფლება, ეგონათ, რომ აქაც ასეთი რამ მოხდებოდა, თუმცა აბსოლუტურად სხვადასხვაა გირგვლიანის და ამ ბავშვის უბედურება – იქ იყო უშუალოდ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ წამებით მოკლული ახალგაზრდა და აქ კი, დაუნდობელი, ახალგაზრდა ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაული“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
ია მეტრეველი დარწმუნებულია, რომ საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე დასჯილი. მისივე თქმით, ოჯახს ნდობა აქვს გამოძიების მიმართ.
„დიდი მცდელობა ჰქონდათ, რომ მთავრობისთვის დაებრალებინათ – ხან ბერა ივანიშვილს დააბრალეს, ხან – ვის. ეს მათი ხელწერაა და ეს არ გვიკვირს“, – აღნიშნა ია მეტრეველმა.
მან სახალხო დამცველს მიმართა.
„მყისიერად აქვს ხოლმე რეაგირება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მომდინარეობს საჩივარი და ახლა მისი აღშფოთება არ გამიგია“, – განაცხადა ია მეტრეველმა და მოუწოდა სახალხო დამცველს, ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვეს.
