ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 61 წლის ქალია და ის ქუთაისის მკვიდრია. პაციენტმა კლინიკას საკუთარი ინიციატივით მიმართა. მას ტემპერატურა აღენიშნებოდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის 3 პაციენტი მკურნალობს.
კომენტარები
