ქალი, რომელსაც გარდაბანში კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავის ძველ ბაზარში ვაჭრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის რწმუნებული „ინფო რუსთავს“ უდასტურებს.
მისივე განცხადებით, ქალისგან ოჯახის სხვა წევრებიც დაინფიცირდნენ.
„გუშინ გარდაბნის რაიონში, სოფელ ბირლიკში მცხოვრებ ქალბატონს მართლაც დაუდასტურდა კორონავირუსი, ვისგანაც შემდგომ მისი მეუღლე და ასევე მისი ძმა და რძალი დაინფიცირდნენ. სოფელში ჯერჯერობით ეს ოთხი დადასტურებული შემთხვევაა. არ ვიცი, მას კიდევ რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ან ვინ იყო პირველწყარო. ეს ქალბატონი რუსთავის აგრარულ ბაზარში მუშაობდა და არ არის გამორიცხული, სხვა დაინფიცირებულებიც გამოჩნდნენ. დღეს ტესტირება კეთდება სოფელში და დანარჩენი ტესტირების შემდეგ გამოჩნდება“, – განაცხადა სოფლის რწმუნებულმა ილგარ მურადოვმა.
კომენტარები