დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევიდან 2 შემთხვევაზე წყაროს დადგენის მიზნით ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს. ხუთი ე.წ. ლილოს ბაზრობის კლასტერს უკავშირდება, ექვსი შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
„სამწუხაროდ, ერთი გვყავს სამედიცინო პერსონალი და ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. დაახლოებით გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ დაბეჯითებით თქმა არ შეგვიძლია. მედპერსონალს რაც შეეხება, ეს არის ერთი კონკრეტული კლასტერი და მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები
