სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის მამა საზოგადოებას თხოვნით მიმართავს და მათ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ოჯახთან ან შესაბამის უწყებებთან დაკავშირებას სთხოვს.
დავით ფილფიანიკერძო ობიექტებსაც სთხოვს დახმარებას, რათა მათ ბავშვის ფოტოები კუთვნილ ობიექტებზე გააკრან.
„მინდა მივმართო ხალხს და დახმარება ვთხოვო. მესმის პოლიციასთან საქმის დაჭერა არავის სურს, ამიტომ შეიძლება რაიმე იციან, მაგრამ არ ამბობენ. ვთხოვ მათ, დაგვეხმარონ, ნუ დამალავენ ინფორმაციას. უკვე აღარ ვიცით, საით ვეძებოთ. ჩვენც დავიბენით, უფრო საით მივმართოთ რესურსი აღარ ვიცით. პოსტერების დარიგებასაც დავიწყებთ ყველგან, რათა გაგვაგებინონ, თუ რამე იციან“, – თქვა დავით ფილფანმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“.
შეგახსენებთ, რომ 13 წლის ილია ფილფანი 18 ივლის დაიკარგა.
არსებული ინფორმაციით, ის სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
