ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სამედიცინო პერსონალია.
ის მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის. ექიმის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.
ის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1 აგვისტოს გადმოვიდა.
“56 წლის ქალი, რომელმაც 1-ელ აგვისტოს მოგვმართა ოკუპირებული აფხაზეთიდან, გადმოყვანილია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. მას აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობის სიმპტომები, ორმხრივი პნევმონია. ის უშუალო შემხებლობაში იმყოფებოდა ინფიცირებულ პაციენტთან. ქალბატონის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ის თბილისში გადის მკურნალობას,”– აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.
კომენტარები
