ბავშვებს კორონავირუსი ჩვეულებრივად ემართებათ, არიან სუპერ გამავრცელებლები, უბრალოდ ვირუსი შედარებით მსუბუქად გადააქვთ, – ამის შესახებ პედიატრმა, თემურ მიქელაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
„ყველას აქვს სოფელი, ამიტომ მშობლებს შეუძლიათ ბავშვები ნებისმიერ სოფელში გაიყვანონ. სწორი კვებით და ცხოვრების ჯანსაღი წესით ნებისმიერ სეზონზე ჩვენ ავიცილებთ ხშირ ავადობას, გავაძლიერებთ ბავშვის იმუნიტეტს. თუ ბავშვი არ იღებს ხილს, შეგვიძლია ორცხობილა ხილთან ერთად შევაზავოთ და ისე მივცეთ, რადგან ასეთ საკვებს უფრო მიირთმევენ“, – განაცხადა პედიატრმა.
მისი თქმით, თუ ბავშვს აქვს ალერგია მცენარეზე, დამტვერვის და ყვავილობის პერიოდში კურორტზე არ უნდა წავიყვანოთ
კომენტარები
