ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე 7 აგვისტოს ხეჩინაშვილის კლინიკიდან გაწერეს. სამართალდამცავებს ის ჯერ არ დაუკითხავთ, მაგრამ ალბათ მალე მოუწევს იმის ახსნა, რატომ დაჭრა ბუსა ჟვანიამ. მის ჩვენებაზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამჟამად ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი და მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თავდაპირველად პოლიციამ საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღძრა, თუმცა პროკურატურამ დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და მისი დაპატიმრება მოითხოვა.
ერთ-ერთი ვერსიით, 2 აგვისტოს ბუსა ჟვანიამ თავისი შეყვარებული, რომელსაც ორი თვის წინ დაშორდა, გვიან ღამით ლევან თოფაძესა და მის ორ მეგობართან ერთად მთაწმინდაზე, ფესტივალ “მზესუმზირაზე” ნახა და ამან გააღიზიანა. იმასაც ამბობენ, მცირე შელაპარაკება მთაწმინდაზეც მოხდაო, მაგრამ ასევე დაგაინტერესებთ”ქალბატონ ნინოსაც შევხვდი და ვილაპარაკეთ” – რას ამბობს გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას დედასთან შეხვედრასა და შვილიშვილის მდგომარეობაზე? “ინციდენტამდე ჟვანიასა და თოფაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ბიჭებმა ტელეფონითაც იკამათეს” – ახალი დეტალები თოფაძეების სახლში მომხდარ გარჩევაზე “შევხვდები ქალბატონ ნინოს, დაველაპარაკები… რომ გავიგე 15 წელიო, შემეცოდა, კაცო” – შედგა თუ არა სატელეფონო საუბარი თოფაძესა და ნინო ჟვანიას შორის? თოფაძე და მისი მეგობრები იქიდან მალე წამოსულან ჭავჭავაძის გამზირზე, თოფაძეების სახლში. მოგვიანებით სწორედ იქ მიაკითხა მათ ბუსა ჟვანიამ და სისხლიანი დაპირისპირებაც მოხდა – 22 წლის ლევან თოფაძეს დანით ოთხი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილს ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. ამავე კლინიკაში იწვა 24 წლის ბესარიონ ჟვანიაც. მას ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ის ვინ დაჭრა.
გავრცელებული ვერსია, რომ დანაშაული გოგონას გამო მოხდა, მთავარ ვერსიად განიხილება. გამოძიებამ ის უკვე დაჰკითხა. ჟვანიების ახლობლები ირწმუნებიან, რომ გოგონა ინციდენტის დროს თოფაძეების სახლში არ ყოფილა. გაგრძელება