პედაგოგი ვალერი ჭიპაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუეში ადანაშაულებს. ამის შესახებ ჭიპაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მორიგი სიცრუე და სიბინძურე! ნაცების აქტიური რუპორი, ყველაფრის მკადრებელი გიორგი კაპანაძე ხარაგაულის პოლიციის უფროსის მოადგილეს ოპოზიციის მხარდამჭერი მოქალაქეების დევნაში ადანაშაულებს. ზონდერი ნაცები ხელისუფლებაში ყოფნისას თავად დევნიდნენ და ატერორებდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მოქალაქეებს. დღეს კი, ვერ ეგუებიან დემოკრატიას და ყველა თავისნაირი ჰგონიათ.
გიორგი კაპანაძე და თორნიკე ავალიშვილი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ისინი ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. იაფფასიანი პოლიტიკური „სპექტაკლებით“ ხარაგაულის საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ და ვერც პოლიციას დააზიანებენ.
დღეს პოლიცია პარტიულ დავალებებს არ ასრულებს!
დღეს სისტემა ქუჩაში არ ხვრეტს ახალგაზრდებს.
დღეს არჩევნები თავისუფალ გარემოში ტარდება.
იციან, რომ არჩევნებს სამარცხვინოდ წააგებენ და საზოგადოების ყურადღების მისაქცევად რას აღარ იგონებენ. ხალხი გონიერია. ოქტომბერში გამოუტანს პოლიტიკურ განაჩენს ყველა პროვოკატორს!“ – წერს ჭიპაშვილი სოციალურ ქსელში.