საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ევროპული“ საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის ნათქვამს ეხმაურება, რომელიც მან „რუსთავი 2“-ის ეთერში გააჟღერა.
„დავით ბაქრაძე რუსთავი 2-ის ეთერში ამტკიცებს – რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს და რუსეთის შეტევა საპასუხო იყო, მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ იქ ოკუპაცია ჩაწერილიყოო.
გაცვალეთ?! ისე არ ჩაიწერებოდა?! ისე ჩაწერდნენ, საქართველოა ოკუპანტიო?! ხო არ გადაირიეთ, მართლა?! ამას ვის ელაპარაკებით და ვის აჯერებთ, რომელ ელექტორატს??! კომპრომისადგინდათ ღალატის გაყიდვა, თუ კონსესუსად?? გამორიცხულია! ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი!!!“ – წერს იონათამიშვილი.
კომენტარები