საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ახალი შემთხვევების უმეტესობა მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
„9 დადასტურებული შემთხვევა არის მოგზაურობა ამ ეპიდაფეთქების ზონაში, 4 შემთხვევა გახლავთ დადასტურებულ შემთხვევათა კონტაქტები. ერთი გახლავთ შემოტანილი – სატვირთო ავტომობილის მძღოლი გახლავთ და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდ-კვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
კომენტარები