პარტია “ქართული ოცნების” პიარ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“მარკეტინგულად ძალიან მომგებიანი გამოდგა პროდუქციის ხაზებად დაყოფა. მაგალითად, კოკა-კოლა და მისი ხაზები: კოკა-ლაითი, კოკა-ზერო, ჩერი-კოკა და ასე შემდეგ. რომელი ხაზის პროდუქტიც არ უნდა იყოდო, მაინც, უდავოა, რომ კოკას უსაღებ მწარმოებელს;
ასეა ტანსაცმლის მწარმოებლებშიც. ავიღოთ, მაგალითად, არმანი, რომლის ხაზებია: ჯორჯიო არმანი, ემპორიო არმანი, არმანი ჯინს, არმანი პრივე. რომელი ხაზის პროდუქტიც არ უნდა იყიდო, მაინც უდავოა, რომ ჭაღარა ჯორჯ(ი)ოს ამდიდრებ. ჩვენს პოლიტიკურ ბაზარზე, საბაზისო პროდუქტი – “ნაცი” – ასევე ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი: ფლეინ ნაცი, ობერ-ნაცი, ნაცი-ლაითი , ევრო-ნაცი, უფრო ნაცი, ცოტა ნაცი, აღმა ნაცი, დაღმა ნაცი, ასე ნაცი, ისე ნაცი. ხოდა, რომელსაც არ უნდა მიცე ხმა, მაინც, უდავოა, რომ…” – წერს ნაცვლიშვილი