“ევროპული საქართველოს” დეპუტატის, გივი თარგამაძის თქმით, მომავალ კოალიციურ მთავრობაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრად დანიშნვა შეუძლებელი და გამორიცხულია. ამ თემაზე მან სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ენმ-სთვის ოპოზიციის ხმები იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც სხვა პარტიებისთვის.
თანაბარ პარტნიორობაზე დამყარებული გამარჯვების შედეგი უნდა იყოს ქართული დემოკრატიის ისტორიაში პირველი ევროპული კოალიცია, როლმლის შემადგენლობის განჭვრეტა მაქსიმალური მიახლოებით ეხლავეა შესაძლებელი და შესაბამისად, იმის მიღებაც, რომ მომავალ კოალიციაში სააკაშვილის გაპრემიერება შეუძლებელია. გამორიცხული. ამდენად, ახლა ამ საკითხის დაჟინება და დანარჩენი ოპოზიციის დამუნათება ერთის მხრივ ამომრჩევლის მოტყუებაა და მეორეს მხრივ – ივანიშვილის აგიტპროპაგანდის მთავარი ვექტორის – თუ მე წავედი, მიშა მოვა – გამყარება. ამისი მხოლოდ ლიდერის საამებლად და მისი ახირების გამო კეთება სრული უპასუხისმგებლობაა, – წერს გივი თარგამაძე.