ექსპერტი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„როგორც დაგპირდით და რაღამც არ იშლიან, რამდენ ხანსაც გააგრძელებენ კრიმინალური ქრონიკის მთავარ თემებად წარმოჩენას, იმდენ ხანს გავაგრძელებ მათი პერიოდის კრიმინალის სტატისტიკის გაშუქებას.
2007-08 წლებში კრიმინალი დავამარცხეთო, ხომ?
მაგ წლებს სხვა დროს დავუბრუნდები, შემდეგ, უფრო უკეთესი, 2009 წლის სტატისტიკას შემიგთავაზებთ:
სულ მოხდა – 35949 დანაშაული.
ე.ი. ყოველ დღე ხდებოდა 98 სამართალდარღვევა.
აქედან მძიმე დანაშაულს შეადგენდა – 11093
შესაბამისად, ყოველ დღე ხდებოდა 30 მძიმე დანაშაული
2009 წელს მოხდა 205 განზრახ მკვლელობა.
ანუ, ყოველ 3 დღეში 2 განზრახ მკვლელობას ჰქონდა ადგილი.
ასევე, მოხდა 289 მკვლელობის მცდელობა, ანუ საშუალოდ 3 დღეში 2.
2009 წელს მოხდა გაუპატიურების 84 ფაქტი. ე.ი. ყოველ მე-3-4 დღეს ვიღაცას აუპატიურებდნენ. იმავე სიხშირით იყო გაუპატიურების მცდელობა.
ასევე:
– მძევლად ხელში ჩაგდება – 27
– ქურდობა – 11473, ანუ დღეში 31 ქურდობა. აქედან, ავტომანქანების 154, მობილური ტელეფონების – 449;
– ძარცვა – 958, ანუ ყოველ დღე 2-3 ძაეცვა, მ.შ. ავტომანქამების 16, მობილურების 58;
– ყაჩაღობა – წლის მანძილზე 700, ანუ დღეში 2 ყაჩაღობა, მ.შ. ავტომანქანის დაყაჩაღების 30 შემთხვევა, მობილური ტელეფონის – 28.
ახლა მითხარით, რამდენი შუქდებოდა ამ დანაშაულებიდან და იცოდით თუ არა, რომ:
– ყოველ დღე ხდებოდა 98 დანაშაული?
– ყოველ 3 დღეში 2 მკვლელობა ხდებოდა?
– იმავე სიხშირით ხდებოდა მკვლელობის მცდელობა?
– საქართველოში 2009 წელს ყოველ მეოთხე დღეს აუპატიურებდნენ?
– ყოველ დღე 33 ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა ხდებოდა?“ – წერს ამირან სალუქვაძე.