ნაძალადევის რაიონში, ჭოპორტის ქუჩა N5-ში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, კორპუსების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურა 1 200 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.
საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 60 000 ლარი გამოყო. აღნიშნული გზით ორი კორპუსის მოსახლეობა სარგებლობს.
კომენტარები
