დღევანდელი სიტუაცია საყურადღებოა, გვაქვს გარკვეული მატება, თუმცა შემაშფოთებელი სტატისტიკა ჯერჯერობით არ არის, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ერთნაირ ხაზზე მივდივართ, არ არის მკვეთრი აღმავლობა ის, როგორც ეს ზოგიერთ ქვეყანაში მოხდა და იმედით ვართ, რომ ჩვენთან ეს არ მოხდება. აგვისტოს გარკვეული შიშით და სიფრთხილით ველოდებოდით, რადგან საზღვრების ნაწილობრივი გახსნაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო აღმავლობასთან დაკავშირებული, ბევრი რეგულაცია მოდუნდა, თუმცა ამის გარეშე რთული იქნებოდა და ეს ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო. ამიტომ გასაკვირი არ არის შემთხვევების ასეთი მატება. იმ ფონზე, როდესაც ადამიანების მოძრაობა ასეა გაძლიერებული, ბევრი ადამიანი ერთად იყრის თავს, საზღვრები ნაწილობრივ გახსნილია, დღევანდელი სტატისტიკა კარგია“, – განაცხადა ინფექციონისტმა.
