დღეს, ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ის 36 წლის გახდებოდა. ის ახმეტის რაიონში, სოფელ ქვემო ალვანში, 1984 წლის 18 აგვისტოს დაიბადა.
გიორგი ანწუხელიძის სახელი და გვარი ქართული საზოგადოებისთვის იმდენად კარგად არის ცნობილი, რომ მისი ცხოვრების შესახებ ბევრი დეტალის დაწერა, საჭირო არ არის.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი ანწუხელიძის გმირობის ისტორია ვიდეო კადრებად შემორჩა საქართველოს.
რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა ვერ აიძულეს ქართველი მებრძოლი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადარჩენის ფასად, წასულიყო.
ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, მოწინააღმდეგეებმა ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს
კომენტარები
