თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. კლინიკამ ვირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი მიიღო, ხოლო 5 გამოჯანმრთელებული გაწერა.
სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია, ისინი მესტიისა და ქობულეთის კლასტერს განეკუთვნებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დროისათვის დინამიკაში გართულებები არ აღენიშნებათ.
თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში, მედიკოსების შეფასებით, ერთი კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ხოლო ორის საშუალო სიმძიმის.
აქ მკურნალობას 36 პაციენტი განაგრძობს. ლუგარის ლაბორატორიიდან კი, რამდენიმე მეორეული ტესტის პასუხს ელიან.
კომენტარები
