საქართველოს საპატრიარქოში ამბობენ, რომ ბერმონაზონ იოანეს (ლევან ლუკას ძე ჯალაღონია) თავს მღვდლად ასაღებს და თვითმარქვიაა.
თავად იოანე ჯალაღონია ბრალდებებს ცილისწამებას და ტყულის უწოდებს, ამასთან ამბობს, რომ ყველა დოკუმენტაცია გააჩნია, რომელიც ადასტურებს, რომ მღვდლად ხელდასხმა მიღებული აქვს.
„ეს ყველაფერი არის ცილისწამება და ტყუილი, ასეთ რაღაცას როცა ამბობენ მტკიცებულება, ფაქტები სჭირდება. სად არის ფაქტები? მე 12 წლიდან მონასტერში ვარ და ამის საბუთებიც მაქვს. მამა ანდრია ჯაღმაიძისთვის ყველა გიჟი და ავადმყოფია ვინც სიმართლეს იტყვის, მე თავად ვამხილე მაგენი მამათმავლობაში“, – აცხადებს ჯალაღონია.
მისივე თქმით, შესაძლოა მისი კუთვნილი ტელეფონით ვინმემ ისარგებლა და არასრულწლოვანს ფოტოები ნამდვილად გააგზავნინა. ის ამბობს, რომ მობილური მოპარეს.
„რავიცი, იქნებ ჩემი ტელეფონით სხვამ გამოაგზავნინა ფოტოები, თავს დამესხნენ და ტელეფონი წამართვეს“, – ამბობს ჯალაღონია.
ცნობისთვის, იოანე ჯალაღონიას არასრულწლოვნის დაშანტაჟებაში ადანაშაულებენ.
