ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარია. ინფორმაციას “მთავარს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში უდასტურებენ. ამბობენ, რომ ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რა ფართობის ტერიტორია იწვის, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ჯერჯერობით არ აქვთ.
ცნობისთვის, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში ხანძრის 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. 2017 წლის მონაცემებით, მასშტაბური ხანძრების შედეგად 4 200 ჰექტარი განადგურდა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძარი 2017 წელს სოფელ დაბასთან მოხდა. მაშინ ცეცხლის ჩაქრობას, მაშველებთან ერთად ადგილობრივები ცდილობდნენ, თუმცა ტყის მასივი 6 დღის განმავლობაში იწვოდა.
კომენტარები