“ჯი დი ესი” ნანკა კალატოზიშვილის ბრალდებებს ეხმაურება.
საკითხის გასარკვევად GDS-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს თათა ძმანაშვილს დავუკავშირდით:
“მართალი რომ გითხრათ, გაკვირვებულები ვართ ამ ვიდეომიმართვით. ვფიქრობთ, რომ მსახიობები არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, ვის აქვს მათ წინაშე ვალდებულება. ვადასტურებთ, რომ GDS-სა და “მზარეულების” მწარმოებელ კომპანია “სტენლის” შორის გარკვეული სადაო საკითხები წარმოიშვა, თუმცა GDS-ს თავად აქვს კითხვები “სტენლის” მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.
– რა ბედი ეწევა სერიალს?
– ორივე მხარე მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს საკითხი ისე წარვმართოთ, რომ პირველ რიგში მაყურებლის ინტერესი არ
ვცდილობთ კომპრომისული გამოსავალი ვიპოვოთ, რომ კომპანია “სტენლიმ” დროულად შეასრულოს ვალდებულება მათი თანამშრომლების წინაშე. თუ მსახიობებს კითხვები და პრეტენზიები აქვთ, ერთადერთი კომპანია, რომელიც სრულად პასუხისმგებელი იყო და არის მათ წინაშე, არის კომპანია “სტენლი”, რომელთანაც ტელევიზიას ამ დროისთვის ფინანსური ვალდებულებები შესრულებული აქვს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დადებით კონტექსტში მიმდინარეობს. GDS ცდილობს, კომპრომისებზე წასვლის გზით, ყველა მხარის ინტერესები დაიცვას.
AMBEBI.GE