საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგაზე სექტემბერში გასამართ თამაშებს ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილის გარეშე ჩაატარებს. ავსტრიის „შტურმის“ ქართველ ლეგიონერს კორონავირუსი დაუდასტურდა და თბილისში მიმდინარე სანაკრებო შეკრებაზე ჩამოსვლა ვეღარ შეძლო.
SturmNetz.at-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, COVID-19-ზე ტესტირებისას „შტურმის“ ორი ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილისა და ფილიპ ჰასპეკის, ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა.
24 წლის ოთარ კიტეიშვილს ეროვნული ნაკრების რიგებში თორმეტი თამაში აქვს ჩატარებული. ამჯერად გუნდს 1 სექტემბერს უნდა შეერთებოდა. 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ტალინში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 8-ში კი თბილისში უმასპინძლებს ჩრდილოეთ მაკედონიას.
კომენტარები
