დღეს საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე აისახა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 15 ადამიანი.
ჯამში, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1596 შემთხვევა დაფიქსირდა.
ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1294-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 6185 პირი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კომენტარები
