მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავთან. წინასწარი ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა და 12 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით. მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები
