სენაკელ მედიკოსს, რომელიც ასევე, ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის რეფერალის ექიმია, კოვიდინფექცია დაუდგინდა. ინფიცირებული მედიკოსი ფოთში, 2 სექტემბერს მორიგეობდა და სავარაუდოდ, მის ჯგუფს ბათუმიდან კოვიდინფიცირებული გადაჰყავდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ინფიცირებული კონტაქტების შესწავლა.
“საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის რეფერალის ექიმს, რომელიც 2 აგვისტოს იყო მორიგე, დაუდასტურდა “კოვიდ 19”. მან იმავე დღეს გააკეთა რეფერალი, ბათუმიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა ინფიცირებული პაციენტი. იგი მუშაობს სენაკში, კლინიკა “არქიმედეში” და ფოთში აქვს თვეში, ორი მორიგეობა. შესაბამისად, 2-ში ვინც იყო მორიგე, მასთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს გაუკეთდა პისიარ ტესტირება და ველოდებით პასუხებს. ამ ეტაპზე, სულ 31 ადამიანია,”- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.
