დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე ბოლო დროს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს ეხმაურება და დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე შემთხვევების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს:
„ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჭავჭავაძის გამზირზე. რა თქმა უნდა, ვინც ერთხელ მაინც გაიარა იქ, კითხვა უჩნდება – როგორ შეიძლება ავტობუსი დაეჯახოს კერძო ავტომობილის მძღოლს, რადგან ყველას აქვს თავისი ზოლი, თუ რაღაც სასწაულ დარღვევას არ ჩადიხარ, შეუძლებელია, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს“, – განმარტავს კალაძე.
კომენტარები