ყაზახეთში მასშტაბური კონსტიტუციური რეფორმის შემდეგ შექმნილი ახალი ერთპალატიანი პარლამენტის – ყურულთაის დეპუტატებს პირველად ირჩევენ. 145-ვე ადგილი ექსკლუზიურად პარტიული სიებით შვიდ პოლიტიკურ ძალას შორის გადანაწილდება, რომლებიც პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის პოლიტიკურ კურსს სრულად უჭერენ მხარს. ოპოზიციასა და დამოუკიდებელ კანდიდატებს კენჭისყრაში მონაწილეობა აეკრძალათ.
კენჭისყრა ადგილობრივი დროით 07:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება, თუმცა პირველი ოფიციალური შედეგები მხოლოდ შუაღამის შემდეგ გამოქვეყნდება, რადგან ამ დრომდე ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია.
პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. არჩევნების შემდეგ პარტიის ხელმძღვანელობა განსაზღვრავს, მის სიაში შემავალ კანდიდატთაგან ვის ერგება დეპუტატის მანდატები.
