რუსთავში კორონავირუსი ახალგაზრდა ქალს დაუდასტრუდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” “ცხელების ცენტრში” განუცხადეს.
მათი თქმით, ახალგაზრდა ქალს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
“გუშინ, გვიან ღამით მივიღეთ ერთი ტესტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან. პასუხი კორონავირუსზე დადებითი იყო და ახალგაზრდა ქალი თბილისის ერთერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფიცირების ფაქტი აჭარის რეგიონში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.
ქალი ცხელების სიმპტომით ბინიდან სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟებმა გადმოიყვანა”, – განაცხადეს “ცხელების ცენტრში”.
კომენტარები