უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსმა ხატია დეკანოიძემ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ „ქურდულ სამყაროს“ სტალინის და ბოლშევიკების მახინჯი მემკვიდრეობა უწოდა.
დეკანოიძე რადის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა, რომელიც უკრაინის სამართლებრივ საკითხებში კანონმდებლობის მხრივ არსებულ მდგომარეობას ეხებოდა.
„კანონიერი ქურდები“ – საბჭოთა კონცეფციაა. ეს არ არის ევროპული კონცეფცია. „ქურდული სამყარო” სტალინის მიერ შექმნილი სისტემაა, რომლის მიზანი ქუჩებში და ციხეებში კრიმინოგენული სიტუაციის გაკონტროლება იყო“ – განაცსადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, „საქართველოში “ქურდულ სამყაროსთან” საბრძოლველად სპეციალური კანონი იყო მიღებული, რომელიც მასთან კავშირისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
კომენტარები