სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 14 სკოლის მოსწავლეა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა.
მისი თქმით, ინფიცირებული არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის, ინგირის, დიდინეძის და ქალაქის რამდენინე საჯარო სკოლის მოსწავლეები.
თორიას განმარტებით, მუნიციპალიტეტის სამივე სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. რაც შეეხება ქალაქის საჯარო სკოლებს, ისინი დისტანციურ რეჟიმში სწავლობდნენ. მუნიციპალიტეტის სკოლებში ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
კომენტარები