ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73კგ.) ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მიმდინარე გრან პრის გამარჯვებული გახდა. შავდათუაშვილმა ფინალში ჩეხი იარომირ იეზეკი დაამარცხა , რომელმაც ნახევარფინალში ნუგზარ ტატალაშვილს სძლია. შავდათუაშვილმა მეტოქეს ჯერ ორი გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ კი ხელი დაუჭირა და მტკივნეული ილეთი გაუკეთა. ალმათი გრან პრიზე პირველი ოქრო სწორედ ლაშა შავდათუაშვილმა მოპოვა. მანამდე, ბრინჯაოს მედალი ნუგზარ ტატალაშვილმა აიღო.
პირველ დღეს ქართველი სპორტსმენები მედლების გარეშე დარჩნენ.
რაც შეეხება 81 კგ. წონით კატეგორიას, ლევან გუგავამ პირველი ორი შეხვედრა მოიგო, თუმცა შემდეგ ბრაზილიელ ლეანდრო გილჰეიროსთან დამარცხდა, ლაშა ზურაბიანი კი ესპანელ ადრიან ლორენცო ნასიმიენტოსთან პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
15 მაისს, ალმათიში შეჯიბრების მესამე დღე გაიმართება, სადაც ქართველი სპორტსმენები: ზვიად გოგოჭური, ნოდარ ბერიანი (-90), ალექსანდრე ზაალიშვილი, რევაზ წულუკიძე (-100), ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (+100) გამოვლენ.