ნიკანორ მელიამ გამოხატა ძალიან დიდი უპატივცემულობა სასამართლოს მიმართ პროკურატურის მიმართ, საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. „ქართლი ოცნების“ წევრის თქმით, მელია პარლამენტის წევრია და პირველ რიგში კანონის დამცველი უნდა იყოს.
„მე კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, დღეს კიდევ რომ ის რეჟიმი იყოს და ის პერიოდი იყოს რა პოლიტიკურ ძალასაც ნიკანორ მელია წარმოადგენს, მას ციხიდან არ გამოასუნინებდნენ, ზუსტად ვიცი, და იმ დემოკრატიულ და ლმობიერ და ჰუმანურ საკანონმდებლო სივრცეში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებულ სივრცეში ვიმყოფებით, კეთილი ინებოს და ყველამ დაიცვას შესაბამისი წესი. პირდაპირ კანონმდებლობაში წერია და თუკი დაარღვევს ამ აღმკვეთი ღონისძიებას გაუმკაცრდება აღმკვეთი ღონისძიება და შეიცვალა ის უკვე 40 ათასი ლარი დაემატა მაგ ყველაფერს. ახლა სამაჯურით სიარულია უკეთესი თუ 40 ათასი ლარის მოპოვება, მოძიება და შესაბამის ანგარიშზე შეტანა და რომელი უფრო მძიმეა საზოგადოებამ იმსჯელოს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.