ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ და მინუს 16 %-დან 0, 7 %-მდე შევამცირეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ჩამორჩენა, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, სექტემბრის ეკონომიკური ზრდის შენელება დავიდა 0,7 %-მდე და შეგახსენებთ, რომ აპრილში ეს იყო მინუს 16% პროცენტი.
„როდესაც ლარზე ვსაუბრობთ, რასაც აკეთებს მთავრობა ეს არის პირველ რიგში ის გონივრული და გააზრებული პოლიტიკაა, რასაც ჩვენ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აქტიურად მივყვებით, ეს არის ძალიან აქტიური ანტიკრიზისული ღონისძიებები, ბიზნესის მხარდაჭერისა და სოციალურ პაკეტებთან ერთად. ვნახეთ, რომ ამან ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. სექტემბრის ეკონომიკური ზრდის შენელება დავიდა 0,7 %-მდე. შეგახსენებთ, რომ აპრილში ეს იყო მინუს 16% პროცენტი. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ მოვახერხეთ და მინუს 16 %-დან 0, 7 %-მდე შევამცირეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ჩამორჩენა. ეს მიზნობრივი, კარგად გააზრებული და ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერილი ღონისძიებების შედეგია. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი ასევე ვიტყვი, ჩვენი კაპიტალური ხარჯები არ შემცირებულა, პირიქით პანდემიის მიუხედავად ჩვენ ველოდებით აქტიურ, გადაჭარბებულ შესრულებას ინფრასტრუქტურული პროექტების. ჩვენი მუშაობა მიმართული იყო იქითკენ, რომ ჩვენი ეკონომიკის სტიმულირება მოგვეხდინა, ლარის კურსიც დაგვესტაბილურებინა და ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში აღმოვჩენილვიყავით პანდემიის დასრულების პერიოდში, ვიდრე სხვა ქვეყნები, მაგრამ ყოველივე ამას, მათ შორის პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა პოლიტიკური აქტორი დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას, დაუბრუნდეს იმ სამართლებრივ პროცედურასა და რეჟიმს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ არჩევნების პირველი ტურიც დავამთავროთ, მეორე ტურებიც ჩავატაროთ მშვიდობიანი, ღია და სამართლიანი არჩევნების შედეგად დავასრულოთ და დავაკომპლექტოთ პარლამენტი, რომელიც დაამტკიცებს მთავრობას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.