უცნაურია ევრობიუროკრატების აღშფოთება. ევროკავშირსა და ევროკავშირის ქვეყნებში ათეულობით პარტია შეიძლება დასახელდეს, რომელიც ანტიკონსტიტუციურობიდან გამომდინარე აიკრძალა და არამხოლოდ კანდიდატ სახელმწიფოებში, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ევროპელი ბიუროკრატების განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ეხმიანება იმ უსუსურ მცდელობას, რომელიც ამ რადიკალებს აქვთ, სასამართლოზე რამენაირად თავი გაიმართლონ.
„უცნაურია, რამ აღაშფოთა ჩვენი ევროპელი ბიუროკრატები, მათ ხომ საკუთარ მაგალითზე აქვთ პარტიები აკრძალული?! ანტიკონსტიტუციურობიდან გამომდინარე, ევროკავშირსა და ევროკავშირის ქვეყნებში ათეულობით პარტია შეიძლება დასახელდეს, რომელიც აიკრძალა და არამხოლოდ მათ შორის კანდიდატ სახელმწიფოებში. ამ შემთხვევაში ერთადერთს ვხედავთ მათი მხრიდან — ამ მართლაც რომ დანაშაულებრივი და ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას. მათი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ეხმიანება იმ უსუსურ მცდელობას, რომელიც ამ რადიკალებს აქვთ, სასამართლოზე რამენაირად გაიმართლონ თავი“, — აღნიშნა წილოსანმა.
