აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დარჩენილ შტატებში ხმების დათვლის შეწყვეტა მოითხოვა.
„შეწყვიტეთ ხმების დათვლა!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.
4 ნოემბერს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბმა მიჩიგანის შტატში ხმების დათვლის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო კომისიებს 5 შტატის მონაცემები აქვთ დასათვლელი. Fox News-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რომელი კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი ნევადის, ალასკის, პენსილვანიის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ჯორჯიის მოსახლეობამ. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, ვინ მიიღებს ამომრჩეველთა კოლეგიის 60 ხმას. ბაიდენს გამარჯვებისთვის 6, ტრამპს კი 56 ხმა სჭირდება.
კომენტარები