უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს უნგრელებით დასახლებულ უკრაინის კარპატის რეგიონში მიემგზავრება.
როგორც მადიარმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანიც იქნება.
„დღეს ტრანსკარპატიაში მივემგზავრები, სადაც უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს გავმართავ და უნგრული თემის წარმომადგენლებს შევხვდები. მინისტრ ანიტა ორბანთან ერთად უნგრეთის რამდენიმე დაწესებულებასაც მოვინახულებთ“, – დაწერა მადიარმა.
როგორც მადიარმა აღნიშნა, 2015 წლის შემდეგ პირველად ხდება, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ტრანსკარპატიას ეწვევა.
კომენტარები
