თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მასობრივ დაუმორჩილებლობაზე და ალტერნატიულ მთავრობაზე ზრაპრები მოუყევით მიშას ძილის წინ, მერე მო–ით და დაიძინეთ.
რა ჭირი გვჭირს კაცო ასეთი, რით ვერ მოვიხადეთ ეს სახადი?
აი, არ არსებობს ბოროტება, ამათ ტვინში რომ არ მოიხარშოს.
მსოფლიო და მათ შორის საქართველო ამხელა განსაცდელის წინაშეა, ყოველდღიურად იზრდება ინფიცირების რისკი და ამ დროს ესენი მხოლოდ არეულობასა და სისხლისღვრაზე ფიქრობენ, რომ როგორმე დაუბრუნონ მიშას ძალაუფლება.
ნურას უკაცრავად რაა, გუბაზას რევოლუციური სცენარი არსად დაგეკარგოთ…”-წერს თოქმაჯიშვილი.
კომენტარები
