ისტორიული მატჩი, რომელსაც საქართველო 30 წელი ელოდა, დიდი იმედგაცრუებით დასრულდა. ჩვენს იმედებს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ცივი შხაპი გადაასხა, საქართველოს ნაცვლად კი მაკედონიელებმა გაიხარეს.
საკადრო პრობლემები ორივე გუნდს ჰქონდა: საქართველოს ნაკრების ეს ისტორიული თამაში გამოტოვეს ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ლევან შენგელიამ.
თუმცა, არც მეტოქეს ჰქონდა საქმე კარგად, რადგან დააკლდათ „ლევანტეს“ ნახევარმცველი ენის ბარდი, უნგრული „უიპეშტის“ ცენტრალური მცველი კირე რისტევსკი, ბოსნიური „სარაევოს“ თავდამსხმელი კრსტე ველკოსკი და ჩრდილომაკედონიური „სილექსის“ მეკარე დანიელ ბოჟინოვსკი. თბილისში ივარჯიშა არიან ადემმა, რომელიც ზაგრების „დინამოს“ ბოლო ვარჯიშზე დაშავდა, მაგრამ ის მოედანზე გამოჩნდა.
სტადიონზე ავტობუსით შემოსულ საქართველოს ნაკრების წევრებს გულშემატკივრებმა ისეთივე შთამბეჭდავი დახვედრა მოუწყვეს, როგორც ბელარუსთან შეხვედრამდე.
საქართველოს ნაკრებმა აგრესიული პრესინგით დაიწყო თამაში, მეტოქე კი ძალიან ფრთხილად, დაცვიდან თამაშობდა. მე-5 წუთზე პირველად კარისკენ ნიკა კვეკვეკსირმა დაარტყა და მიზანს ააცილა. საქართველო ზეწოლის გაძლიერებას ცდილობდა.
მერე ანალოგიურ ტაქიკას ჩრდილომაკედონიელებმა მიმართეს და პრესინგს ასევე საკამოდ „მაღლა“ იყენებდნენ. მაგრამ ჩვენებიც ცდილობდნენ კონტრშეტევების წამოწყებას და 28-ე წუთზე ერთ-ერთი ასეთი შეტევის დაგვირგვინებას თორნიკე ოქრიაშვილი შეეცადა, მაგრამ მეკარე სტოლე დიმიტროვსკიმ ბურთი დაამიწა. გავიდა ორი წუთი და ნიკა კაჭარავას და ვაკო ყაზაიშვილის იერიში ისევ ოქრიაშილმა გაგრძელა და ამჯერად კარს ააცილა. 33-ე წუთზე მორიგი კონტრშეტევა, ისევ ნიკა კაჭარავამ მოიპოვა ბრძოლაში ბურთი და დასარტყმელ პოზიციაზე ყაზაიშვილი გაიყვანა, რომელმაც დარტყმა დაახანა, მცველის მიერ მოგერიებული ბურთი კი მეკარემ აიღო.
სტუმართა პირველი სახიფათო მომენტი 35-ე წუთზე გორან პანდევმა შექმნა, რომელმაც ფლანგური გადაცემის თავით დაგვირგვინება სცადა – გიორგი ლორიამ ბურთი ნახტომში მოიგერია. საბოლოოდ, ტაიმი უშედეგოდ დასრულდა 0:0.
მეორე ტაიმი ჩრფდილეოთ მაკედონიელების მწვრთნელმა თამაში აშკარად შეცვალა და თავის კოლეგას აჯობა. ისინი ბურთის გაკონტროლებას ცდილობდნენ და ეს მოხერახეს. აქტიური იყო პანდევი, რომელმაც ორჯერ ვითარება გაამწვავა, მაგრამ საქმე რეალურ მომენტამდე არ მისულა.
მომენტი კი კონტრშეტევაზე კაჭარავას ჰქონდა, მაგრამ ეეფქტურად დარტყყმა გადაწყვიტა ვარდნაში და კარში ვერ დაარტყა.
56-ე წუთზე კი ქართველ გულშემატკივარს დიდ უსიამოვნება ელოდა. ჩრდილოეთმაკედონიელებმა კონტრშეტევაზე ანგარიში გახსნეს – ელიფ ელმასის წამოწყებული შეტევა ილია ნესტოროვსკიმ გააგრძელა და კარის წინ გორან პანდევი მოძებნა, რომელმაც შეტევა დააგვირგვინა 0:1.
საქართველოს ნაკრები პირველად ჩავარდა ამ გუნდთან მდევრის როლში. ბალკანელებმა კი 66-ე წუთზე კიდევ ერთი მწვავე კონტრშეტევა წამოიწყეს და ელიფ ელმასმა საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა, მაგრამ მიზანს ააცილა.
72-ე წუთზე ჩრდილოეთ მაკედონიამ მორიგი კონტრშეტევა წამოიწყო და კიდევ ერთი რეალური შანსი მიეცა პანდევს, მაგრამ მისი გადაცემა ნიკა კვეკვესკირმა ჩაშალა და გუნდი რეალურ ხიფათს გადააცილა..
საქართველოს ნაკრებს შეტევების გამწვავება უჭირდა. 74-ე წუთზე შორეული დარტყმით შეეცადა ანგარიშის გათანაბრებას და ააცილა. ამას ელმასის მორიგი კონტრშეტევა მოჰყვა, რომელიც ისევ სახიფათო გამოდგა, თუმცა, უშედეგო.
საქართველოს ნაკრებმა ნელ-ნელა ზეწოლის გაზრდა მაინც მოხარეხა,. მაგრამ აშკარად საჭირო იყო ახალი ოდ მე-80 წუთზე შეიყვანა მოედანზე გიორგი პაპუნაშვილი დადა გუჯა ლობჯანიძე,
ბოლო წუთები ჩვენმა ნაკრებმა შეტევებში გაატარა, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა და ძნელი არაა, რა ხდება ახლა ჩვენს ქვეყანაში – საქართველოს ევროპის საფეხბურთო ელიტაში მოხვედრის მშვენიერი შანსი გაანიავა, ევროპის ჩემპოიონატზე კი ჩრდილოეთ მაკედონია ითამაშებს.