უმძიმესი დანაშაული, ეს იყო 2008 წლის ომის დაწყება, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა, ე.წ. აღიარება, 30 ათასი ადამიანი დევნილობაში, დაიღუპნენ ადამიანები, 400-ზე მეტი, როგორც სამხედრო პოლიციელი, ისე სამოქალაქო პირი, – მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნული პროგრესი იყო ყველა მიმართულებით.
„უმძიმესი დანაშაული, ეს იყო 2008 წლის ომის დაწყება, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა, ე.წ. აღიარება, 30 ათასი ადამიანი დევნილობაში, დაიღუპნენ ადამიანები, 400-ზე მეტი, როგორც სამხედრო პოლიციელი, ისე სამოქალაქო პირი. ასევე საგარეო პოლიტიკა ბოლოს, ნული პროგრესი ყველა მიმართულებით. ევროკავშირი, ნატო, არავითარი კონკრეტული ნაბიჯი არ გადადგმულა არცერთი მიმართულებით მაშინ, როდესაც ეს ჰქონდათ გამოტანილი გაცხადებულ მთავარ პრიორიტეტულ მიზნად. სულ ბოლოს, ამ ყველაფრის ფონზე, ყველაზე მძიმე რა იყო, რომ ქვეყნის გარედან ამ რეჟიმს ჰქონდა ანთებული მწვანე შუქი ყველაფერზე, ამ მკვლელობებზეც, წამებაზე, იგივეს აკეთებდნენ ამ უცხოელების ადგილობრივი აგენტებიც და ვგულისხნობ აქ NGO-ებს და სხვა შესაბამის სუბიექტებს. სრული მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული სისხლიან ავტორიტარულ რეჟიმს. ესეც ცალკე სამსჯელო საკითხია და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ეს ვითარება იყო, პოლიტიკურ ველზე შემოვიდა 2011 წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილი. იმედი გვქონდა ყველას დაკარგული, იმედი არ არსებობდა საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც ბუნებრივად არ მოსწონდა ეს ყველაფერი. იმედიც კი არ არსებობდა, ისეთი ავტორიტარული რეჟიმი იყო შექმნილი და ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, პირველ რიგში გააჩინა იმედი უმძიმეს მდგომარეობაში და ეს იმედი უკვე აქცია რეალობად, როდესაც პირველ ოქტომბერს, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები. მთავარი შედეგი ამ არჩევნების და პირველი ოქტომბრის გამარჯვების იყო დემოკრატიული გარდატეხა, თავისუფლების დაბრუნება ხალხისთვის, ღირსების დაბრუნება და ყველა დანარჩენი მიღწევა, რაც გვქონდა, არის სწორედ პირველ რიგში დემოკრატიის, თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნების დამსახურება. ამაშინ გადამწყვეტი როლი შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ერთპიროვნულად აიღო პასუხისმგებლობა იმ მომენტში, როდესაც იმედი არ ჩანდა.
გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, გარდამტეხი შედეგები ყველა მიმართულებით, როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, ისე ეკონომიკის, სოციალური მიმართულებით, საგარეო პოლიტიკის კუთხით, ყველა მიმართულებით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყანამ აღიდგინა რეალური სუვერენიტეტი. დღეს სახელმწიფო იმართება არა აგენტურის მიერ, არამედ სუვერენული ხელისუფლების მიერ. ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, – განაცხადა პრემიერმა.
