რას ჰქვია, მიტინგზე გინდა პარტიის ათასობით მხარდამჭერი და მათი ლიდერი არ გინდა?! ეს ძალიან არასერიოზულია!, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ბათუმის საპროტესტო აქციიდან „ლელოს“ წარმომადგენლების წასვლის ფაქტს.
„ზუსტად არ ვიცი, რატომ დატოვეს „ლელოს“ წარმომადგენლებმა აქცია. ამაზე თავად გააკეთებენ კომენტარს, მაგრამ თუ ამის მიზეზი გახდა ის, რომ აქ ადამიანების უმრავლესობას ხელში ეჭირა ფლაერი წარწერით – „მიშა დაბრუნდი!“, ეს ძალიან არასერიოზულია და მოუწევთ მათ ლიდერებს განმარტებების გაკეთება. რას ჰქვია, მიტინგზე გინდა პარტიის ათასობით მხარდამჭერი და მათი ლიდერი არ გინდა?! ეს ძალიან არასერიოზულია! თუ ვიღაცას მიზეზების მოძებნა უნდა, რათა ივანიშვილის პირობებს დათანხმდეს, ეს სხვა საქმეა”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.