ილჰამ ალიევი ყარაბაღში იმყოფებოდა. ამის შესახებ მისი პრეს-სამსახური იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ლიდერი ფუზულსა და ჯებრაილში პირველ ლედისთან ერთად ჩავიდა.
ვიზიტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. სამმხრივი შეთანხმება სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ერთი კვირის წინ შედგა. სომხეთის პრემიერი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას დათანხმდა. გარდა იმ ტერიტორიებისა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების პერიოდში აზერბაიჯანმა დაიკავა, სომხეთმა კელბაჯარის, ლაჩინისა და აგდამის რაიონებიც დათმო.
კომენტარები