ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპაში ჯანდაცვის სისტემები გადატვირთულია, ხოლო პანდემიის გამო ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევროპაში კორონავირუსით 29 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
„ევროპა აშშ-სთან ერთად კვლავ პანდემიის ეპიცენტრია. გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, მაგრამ წინ რთული ექვსი თვე გველის. პირბადის ტარება პანაცეა არ არის და მისი ტარება სხვა ზომებთან ერთად უნდა მოხდეს. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე გაიზრდება, კარანტინის დაწესება საჭირო აღარ იქნება“, – დასძინა ჰანს კლუგემ.
კომენტარები