დღეს,საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ესპანეთის სახელი მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მძიმე წონაში ორმა ქართველმა ძიუდოისტმა. ლევან მატიაშვილმა ავსტრიელ შტეფან ჰეგის იპონით სძლია, ხოლო გურამ თუშიშვილმა ჩეხი ოლიმპიური ჩემპიონი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.
კომენტარები