რამდენიმე წუთის წინ ბათუმში მდებარე ფიტნეს-კლუბ „რეფორმერში“ პოლიცია და მუნიციპალური ინცპექცია შევიდა. ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად სპროტულმა დაწესებულებამ მუშაობა მაინც განაახლა და დილიდან აბონენტების მომსახურეობა განაგრძო.
აღნიშნული რეგულაციის დარღვევა იურიდიული პირის 10 000-ლარიან დაჯარიმებას იწვევს. დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო პოლიცია ამ წუთებში სწორედ საჯარიმო ქვითარს წერს, რასაც ფიტნეს-კლუბის ხელმძღვნელობისა და თანამშრომლების უკამყოფილება მოჰყვა.
კომენტარები