„ვემიჯნები ნებისმიერ ადამიანს ვინც იტყვის, რომ დავით გარეჯი საქართველო არაა!!! ეს ჩვენი ისტორიული ნაწილია. სხვა აზრი და პოზიცია არც არასოდეს მქონია“, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.
„ვემიჯნები და ვერასოდეს ვიმეგობრებ მათთან, ვინც ფარისევლობს, ყალბი პატრიოტიზმით პოზირებს, არასოდეს რომ არაფერი გაუკეთებია სამშობლოსთვის და მორალს გვიკითხავს!!!
ყველა თავის სიტყვაზე და ქმედებაზე აგებს პასუხს და ინდივიდიუალური პასუხისმგებლობის გარჩევა ზრდასრულმა ადამიანმა უნდა შეძლოს!!!
მეჯავრება სიყალბე და ურაპატრიოტიზმი!
მათთვის ვინც ნამდვილად საჭიროებს სიცხადის შეტანას და განმარტებას ( მათ შორის გუშინდელ ეთერში გაკეთებული შეფასებების გამო)
მოკლედ დავწერ:
ვემიჯნები ნებისმიერ ადამიანს ვინც იტყვის, რომ დავით გარეჯი საქართველო არაა!!!
ეს ჩვენი ისტორიული ნაწილია.
სხვა აზრი და პოზიცია არც არასოდეს მქონია.
ვისაც ამის გაგება არ შეუძლია ან დავალება აქვს, რომ მაინც უნდა დაწეროს ის საძაგლობა, რასაც წერს – არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას!!!“ – წერს ეკა ბესელია.