ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც „პისიარ“ ტესტით საქართველოში შემოდის ვიზიტორი, თურქეთის რესპუბლიკა ემატება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც „პისიარ“ ტესტით შემოდის ვიზიტორი, ემატება თურქეთის რესპუბლიკა, ჩვენი დიდი მეზობელი და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს უფრო გამარტივებული წესებით. ანუ „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით და მესამე დღეს უკვე ჩვენს ქვეყანაში „პისიარ“ ტესტის ჩატარებით. ეს არის კარგი, დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმისთვის, რადგან ყოველთვის ტურისტების წყარო იყო ჩვენი მეზობელი ქვეყანა და ასევე საკმაოდ ბევრი ბიზნეს ვიზიტორი გვსტუმრობს თურქეთიდან“, – აღნიშნა თურნავამ.
კომენტარები