საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“ მებაჟე ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქეების, უ.გ.-ს და ქ.ა.-ს კუთვნილი სატვირთო ავტოტრანსპორტის ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ექსპორტის რეჟიმში მოქცეული არადეკლარირებული ტვირთი აღმოაჩინეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18 097 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მოქალაქე უ.გ.-ს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 8 160 ლარი, ხოლო ქ.ა.-ს 9 937 ლარი შეეფარდათ.
კომენტარები