საფრანგეთში, მოსწავლეების და სტუდენტების პროტესტი მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდა. ქალაქ ლენსში, აქციის დაშლისას, 15 წლის მოსწავლემ ხელის მტევანი დაკარგა, ასობით ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
პროტესტის დაწყებიდან დღემდე, დაკავებულია 5000-ზე მეტი პირი. პოლიციასთან შეტაკებების შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 190 მოსწავლე, უმრავლესობა არასრულწლოვანია. ამ დროისთვის, საფრანგეთში 500-მდე სკოლა და ათეულობით უნივერსიტეტია პიკეტირებული.
შეგახსენებთ, პროტესტის მიზეზი განათლების სისტემაში არსებული პრობლემები, კადრების დეფიციტი და გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო სექტორში საყოველთაო გაფიცვაა.
კომენტარები
