ერთ-ერთი მსჯავრდებულის შვილი ამბობს, რომ მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებსო. გამოდის, რომ საკუთარი მამის ნამოქმედარს, ანუ ჯგუფურად დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზებას, იგი აღიარებს, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ დანაშაულის აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების თხოვნის თაობაზე ოპოზიციის რეაქციებზე საუბრისას.
მისივე თქმით, რადიკალურ პროცესებში მონაწილე ადამიანებს გარე ძალებისთვის საზარბაზნე ხორცის დანიშნულება აქვთ.
„გარე ძალების მიერ ორგანიზებული დამხობის მცდელობა იქნება თუ ექსტრემიზმი, რომელიც წახალისებული და მართულია, ამ ყველაფერში მონაწილე ადამიანები ამ ძალებისთვის არიან ჩვეულებრივი საზარბაზნე ხორცი და ისე გაწირავენ როგორც დაგიბარებიათ.
ერთ-ერთი მსჯავრდებულის შვილი ამბობს, რომ მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებსო. გამოდის, რომ საკუთარი მამის ნამოქმედარს, ანუ ჯგუფურად დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზებას, იგი აღიარებს. ბრალიც ეს იყო მეტი კი არაფერი. დიახ, იყო ძალადობრივი აქცია, რომლის წინასწარ გაცხადებული მიზანი იყო არჩეული ხელისუფლების დამხობა“, – განაცხადა გორდულაძემ.
