ფოთში, შსს-ის მომსახურების სააგენტოს შენობასთან მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულ კაცს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალი 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შალვა შალიკაშვილის ადვოკატის ნუგზარ ტყებუჩავას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ გურამ ახალაიას მკვლელობასთან კავშირი არ აქვს. მათ შორის წლების წინ დაწყებული სისხლიანი დაპირისპირება, რა დროსაც შალვა შალიკაშვილის ძმა გია შალიკაშვილი აწამეს და მოკლეს სასამართლოს გზით გარკვეულია.
შალვა შალიკაშვილის აღკვეთღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
4 თებერვალს, ფოთში ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება.პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე რამდენიმე წუთში ცხელ კვალზე დააკავა